"ის, რაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი და ძალიან განვიცადე, თუმცა მტრად გამოცხადება ადამიანის არ შეიძლება... თუ პარტიაში ბედნიერად ადამიანი ვერ გრძნობს თავად, ბუნებრივია, ჯობია ცივილიზებულად ჩვენი გზები არათუ გაიყაროს, დაშორდეს ერთმანეთს დროებით... გული რაზე მწყდება იცით, რომ ეს ნაკლოვანება და დეფექტი აქვს ციხეში ყოფნას, რომ არ ვყოფილიყავი იქ სადაც ვიყავი, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა.. ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა. მე თუ გარეთ ვიქნებოდი, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებოდი და ბევრი რამ სხვაგვარად წარიმართებოდა... მე არ შევადარებ ბატონ გრიგოლ ვაშაძეს სალომე სამადაშვილს, სალომე სამადაშვილის სასარგებლოდ. არანაირად არ შევადარებ, ახლოსაც ხაზს არ გავავლებ და რატომ იცით? სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება იმ მომენტში შეიძლება ბევრმა მიიღო ისე, როგორც მიიღო, მაგრამ მას ეს არ დაუმალავს, მან ეს თქვა, მან ამაზე ისაუბრა პარტიაში და განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა და მუდმივად ასეთი არის სალომე, მე რასაც ვიცნობ... ...სალომე იყო გულწრფელი, არ დაუმალავს. რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არაფერი არ უთქვამს, არც წასვლაზე და არც განცხადებაზე. და როგორ შევადარო სალომე და ბატონი გრიგოლი".
- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გათავისუფლებული თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.