ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა | საელჩოს გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრები მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

დაბეჯითებით ვაფრთხილებთ ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას, - წერს საელჩო.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს. მანამდე "ჰამასმა" განცხადება გაავრცელა, რომ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებდა იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი იერუსალიმიდან უსაფრთხოების ძალებს არ გაიყვანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი