სააკაშვილზე "ოცნების" ისტერია ივანიშვილის პირადი შურისძიებაა - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ისტერია ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაა და ორ ქვეყანას შორის სტატერგიულ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის" - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, "ოცნების" მიერ ელჩის საქართველოში დაბარებას.

ოპოზიცია პარტიის განცხადებებში სახიფათო ნიშნებს ხედავს. პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" ახსენებენ, რომ გადამწყევტ მომენტებში, დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის სახელმწიფოებრივ ინტერესებს მუდმივად ეწინააღმდეგება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისში დაიბარა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი