გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტივებს. პაატა ივანიშვილმა და ერასტი ელიჯარაშვილმა ამის შესახებ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ორივე მათგანი ყოფილი პრემიერის, გორგი გახარიას გუნდს უერთდება.
მერიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაზეც ისაუბრეს. მათ არ დაუმალავთ, რომ ზეწოლას მერი, კონსტანტინე თავზარაშვილის ახორციელებდა, რომელიც ბრალდებაზე კომენტარს ცოტახანში გააკეთებს.
"გაცნობებთ, რომ პრიდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არაა და არც გამოვეკიდებით მას, ჩვენ ვტოვებთ თანამდებობას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს, გორს დავეხმარებით გიორგი გახარიას გუნდთან ერთად, ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის", - თქვა ერასტი ელიჯარაშვილმა.
პაატა ივანიშვილის თქმით, მათზე განხორციელებულ მუქარაზე უფრო კონკრეტულად მოგვიანებით ისაუბრებენ.
"ქართული ოცნება" გორში პარტიის რიგითმა წევრებმაც დატოვეს.