თუ კანდიდატი მელია იქნება, არჩევნებს გარანტირებულად მოვიგებთ- ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, მმართველ გუნდს არჩევნების მოგება უფრო გაუმარტივდება.

მისივე მტკიცებით, "ქართული ოცნება" არჩევნების პირველივე ტურში "უპირობოდ" გაიმარჯვებს.

"შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დამოკიდებულია, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე. ეს არის, იცით ყველამ, მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი. რასაც იტყვის იმას გააკეთებენ.

მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება ქართული ოცნების კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება.

თუმცა ქართული ოცნების კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში",-თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი გამარჯვებაში იმიტომ არის დარწმუნებული, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში "ოპოზიციის რეიტინგი იკლებდა "ქართული ოცნების" რეიტინგი, ამ მასშტაბით არ იკლებდა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი