"ვეცდებით 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება" - ნიკა მელია ენმ-ს ოფისში მივიდა

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ ოფისი" - ნიკა მელია გათავისუფლების შემდეგ, პირველად მივიდა ენმ-ს ოფისში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, დღეიდან დაიწყება კონსულტაციები, როგორც გუნდის შიგნით, ისე კოლეგა ოპოზიციონერებთან - ვეცდებით 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება საზოგადოება - ამბობს ნიკა მელია.

საუბარია პარლამენტში შესვლისა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებაზე.

ამ საკითხებზე ენმ-ს პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

ნიკა მელია თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, გუშინ გაათავისუფლეს. მისი გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი