"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის აზრით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ საბოლოო დოკუმენტს პარტიამ ხელი არ უნდა მოაწეროს და პარლამენტში არ უნდა შევიდეს.
როგორც ის ამბობს, დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებამდე გზა არ ჩანს და მისი ხელმოწერით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა.
ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოვაწეროთ და პარლამენტში არ უნდა შევიდეთ.
თუმცა, პარტიაში არის განსხვავებული აზრები, არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში შესვლას. საბოლოო ჯამში იქნება, ფართო საზოგადოებრივი გადაწყევტილება და ყველა ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება",-თქვა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
დოკუმენტს ხელი 19 აპრილს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" მოაწერა.
ამ თემაზე ენმ დღეიდან კონსულტაციებს დაიწყებს. სავარაუდოდ ხვალ გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომაც.