ღარიბაშვილი სომხეთში მიდის

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის მოქმედ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ასევე იგეგმება ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციაც.

საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანშიც იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი