ყველაფერი სუს-ის დადგმული იყო - გაბაშვილი აეროპორტის ინციდენტს იხსენებს

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოს წევრი, გოკა გაბაშვილი, რომელსაც 2019 წელს, გიგი უგულავასთან ერთად, აეროპორტში თავს დაესხნენ, ინციდენტის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ შემთხვევას უცნობი პირი ტელეფონით იღებდა. მოგვიანებით კი როდესაც ადგილზე ამბავი დასრულდა, ის სუს-ის ოთახში შევიდა. გოკა გაბაშვილის თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ აეროპორტის ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო დადგმული.

საქმეზე ბრალი ძალადობის მუხლით გიგი უგულავას წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად ცნეს.

"ხელისუფლების მოფიქრებული და დადგმული საქმეებიდან, ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინოა. ორი მანამდე გამოცდილი პროვოკატორი მოგვიგზავნეს აეროპორტის დაცულ ზონაში. აგვიტეხეს ჩხუბი, მოაწყვეს თავდასხმა. წინასწარ ეს ყველაფერი გადაიღო ადამიანმა და მერე ის ადამიანი სუს-ის ოთახში შევიდა. ეს იყო ჩვეულებრივი, ორგანიზებული თავდასხმა.

ამ თავისივე ორგანიზებულ თავდასხმაზე გიგი უგულავას წაუყენეს ბრალი, მე დაზარალებულად გამომაცხადეს. იმ მომენტში გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა უნდოდათ და სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრეს. მთელი ეს დადგმა ამას ემსახურებოდა, ეს გადაღებაც მათი ორგანიზებული იყო.

ყველაფერი სუს-ის და შესაბამისი სპეციალური სამსახურების დადგმული იყო. თავიდან ბოლომდე სპექტაკლი გაათამაშეს.

ხელი რომ არ გაუფუჭდეთ, რომ არ მოუდუნდეთ და რომ არ დაგვავიწყდეს, რომ შეუძლიათ პოლიტიკური დევნა ახლა თაროდან გადმოიღეს ეს საქმე",-თქვა გაბაშვილმა.

დღეს, 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას სასამართლო სხდომა 13 მაისს ჩაინიშნა, თუმცა პროცესი გადაიდო, ვინაიდან საქმის პროკურორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ​საქმე ეხება 2019 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, როცა გოკა გაბაშვილსა და გიგი უგულავას თავს 2  პირი დაესხათ.

"ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა მის წინააღმდეგ აღძრულ მე-8 საქმეზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი