უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა - ცვლილებები საარჩევნო

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდის მორიგ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელის მიხედვითაც, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა აეკრძალოთ უარყოფითად აფასებენ მმართველი გუნდის ოპონენტები, მათი თქმით, კანონში ამ დათქმის ჩაწერა მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორებას ემსახურება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის ხატია დეკანოიძის განმარტებით, ,ეს კანონპროექტი პირდაპირ არღვევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. დეკანოიძე კანონს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ დრაკონულ ცვლილებებს ადარებს და ამბობს, რომ "ეს არის ის ჩანაწერი, რომელზეც ვენეციის კომისიას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ ძალიან მკაფიო პოზიცია. რომ ეს არის ძალიან მძიმე მუხლი, რომელიც არ უწყობს მიშელის შეთნხმებას ხელს".

უკვე მეორე დღეა რაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს. სწორედ ამ შეხვედრებზე დაისვა პირველად ეს საკითხიც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი ცალკე მდგომია და მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმა არ ითვალისწინებს.

"ეს არის ცალკე მდგომი კანონპროექტი, რომელიც არ არის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის ნაწილი" - ამბობს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი და განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების სანქცირება და აკრძალვა, საქართველოს სუვერენიტეტის საკითხია. პაპუაშვილის თქმით, არსებული სანქციები არაეფექტურია.

საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის არსებობის შესაძლებლობით ხსნის კანონპროექტის შინაარსს მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი ბექა დავითულიანი.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას, "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კანონპროექტი არ მოსწონს. "ნებისმიერ შემთვევაში თუნდაც, ეს იყოს ისე მსჯელობის საგანი, მე არ მომწონს".

"ქართული ოცნების" ინიციატივის თანახმად, დაინიცირდება სანქციების მექანიზმი, რომელიც დაეკისრება იმ პარტიას, რომლის სასარგებლოდაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არჩევნებში აგიტაციას ეწეოდა. სანქცია ითვალისწინებს პარტიის რეგისტრაციიდან ჩახსნასაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი