ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. ისრაელის ცნობით, ჰამასის მებრძოლებზე მიტანილი საპასუხო იერიშის შედეგად, ტერორისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ლიკვიდირებულია.
ჰამასის წარმომადგენლები კი ოფიციალურ იერუსალიმს დასახლებული პუნქტების დაბომბვაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, შეწყვიტონ თავდასხმები, წინააღდეგ შემთხვევაში კი ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშების მიტანით იმუქრებიან.
საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა.