პარლამენტი: კახა კუჭავამ და კელი დეგნანმა 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კახა კუჭავა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

პარლამენტის ინფორმაციით, კელი დეგნანი იზიარებს და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პოზიცია და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან.

როგორც ელჩმა განაცხადა, აშშ სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მზად არის კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი