
„ქართული ოცნების“ დეპუტატის დაჯგუფება „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. ახალქალაქში, ბენზინგასამართ სადგურზე მომდარი დაპირისპირების გარკვევის მიზნით მისულ გადამღებ ჯგუფს, ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრის, არარატ ამბარიანის წარმომადგენლები დაემუქრნენ.
ბენზინგასამართ სადგურთან მყოფი პირები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. შეკრებილები მომხდარ დაპირისპირებას უარყოფენ.
აქ რინგი კი არ არის, არავინ უცემიათ, არარატი აქ არ არის, - აღნიშნა ერთერთმა მოქალაქემ.
ახალქალაქში, ბენზინგასამართ სადგურზე, ჩხუბი, სწორედ დეპუტატის ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მკოიანებთან დაახლოებული პირი და მისი მეგობრები სოფელ ხოსპიოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაშავებულები, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბენზინგასამართ ჩხუბთან მონაწილე, არარატ ამბარიანი მონაწილეობდა 2018 წლის არჩევნების დროს მომხდარ დაპირისპირებაშიც, როდესაც „ოცნების“ დეპუტატის დაჯგუფება ენმ-ის აქტივისტებს სასტიკად გაუსწორდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები სისტემურ დანაშაულსა და დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ.
სასტიკად ნაცემი არტაკ ბარიკიანი და არა ხრიმიანი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან.