"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო ბრძოლის წესებს უკიდურესობამდე ამძიმებს. მმართველი პარტიის ინიციატივა, აუკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, უმწვავესი დაპირიპირების მიზეზად იქცა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის ბრძოლა პირადად მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. "ოცნებაში" კი ასეთ ჩანაფიქრს უარყოფენ, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებების გასამართლებლად ვერც სხვა არგუმენტებს ვერ ასახელებენ.
მმართველ გუნდში კანონის აღსრულების მექანზმი ჯერ არ მოუფიქრებიათ, თუმცა უკვე იციან, რომ თუ მიხეილ საკაშვილი საარჩევნო აგიტაციაში ჩაერთვება, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნიან.
სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებული სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა, შესაძლოა პოლიტიკურ მხარეებს შორის ახალი დაპირისპირებსი საგანი გახდეს. ახლა ჯერი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაზეა - მისცემენ თუ არა ისინი "ქართულ ოცნებას" საშუალებას, მიიღოს საკუთარ ინტერესებზე მორგებული, ოპონენტების საწინააღმდეგო ჩანაწერი კანონში.