"მთავარმა არხმა" გახმაურებული საქმის ჩვენებები და ის ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც ახალგაზრდა ყაზახი ქალის მე-8 სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთშია გადაღებული.
საქმის მთავარი ბრალდებულის დაკითხვის ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ აისელ აიტპაევა არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნათესავი მამაკაცის მხრიდან, რომელმაც მომხდარიდან მალევე საქართველოდან გაქცევა მოახერხა.
ამავეს ადასტურებს პროკურატურის მოწმე, რომელსაც გაუპატრიურების შესახებ აიტპაევამ თავად უამბო. თუმცა საქმის მასალები კვლავ უპასუხოდ ტოვებს მთავარ შეკითხვას - რა მოხდა ბრალდებულის ბინაში საბედისწერო ღამეს.
მოწმე თორდუა ამტკიცებს, რომ უბედური შემთხვევის დროს აბაზანაში იყო, გარდაცვლილი ქალის დედა კი აცხადებს, რომ შვილი მოუკეს და ბრალის დამძიმებას მოითხოვს.
იხილეთ ასევე: