"დამეძინა მკვდარივით და გამაღვიძა ნინო ლომჯარიამ" - ნიკა მელია პატიმრობის პირველ დღეს იხსენებს

გამოქვეყნდა:

"შემიყვანეს საკანში... ..დავწექი, დავიძინე. დამეძინა მკვდარივით და გამაღვიძა ნინო ლომჯარიამ... ღრმა ძილი არ ვიცი მე ზოგადად და ნინო ლომჯარიამ და მისმა მოადგილემ, [გიორგი] ბურჯანაძემ. საკანში მათ აქვთ დაშვება და შემოვიდნენ. გამიხარდა, წამოვდექი, წამოვხტი... ნინოსგან გავიგე, რა ხდებოდა გარეთ, რომ მთელი მსოფლიო გამოეხმაურა ამ გაუგონარ ამბავს. გამიხარდა, რომ არ დაგიმალოთ... უკვე ნონო და ბატონი ბურჯანაძე, გია, რომ გადიან საკნიდან, მადლობა გადავუხადე, კარგად იყავით, ვერ მქონდა წარმოდგენილი რომ ვარ პატიმარი, საკნიდან გავაცილე. საკნიდან გამოვედი, ეს კარები გაიღო და ბურჯანაძემ, გიამ, ძალიან დელიკატურად მიმანიშნა, რომ გამოსვლა არ შეიძლებაო, გარეთ ვარ უკვე. არ მქონდა გაცნობიერებული, რომ პატიმარი ვარ".

- იხსენებს ნიკა მელია ციხეში ყოფნის პირველ დღეს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი