დღევანდელი, 12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 363 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 138 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.