დიპლომატიური ომი - ქართულ/უკრაინული ურთიერთობები ივანიშვილის ინტერესებს ეწირება

გამოქვეყნდა:

საქართველომ მეზობელ ქვეყანას დიპლომატიური ომი ოფიციალურად გამოუცხადა. "ოცნების" გუნდის დემარში უკრაინიდან ელჩის გამოწვევითა და სტრატეგიული მეგობრის მიმართ მუქარით დაიწყო. მმართველი გუნდი დღესაც ვერ მალავდა ბრაზს და წყენას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომ მათი მოწოდებები, რომ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე არ დაენიშნათ, არ გაითვალისწინეს.

ელჩს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოვიწვევთ, რომ კონსულტაციები გავიაროთ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, - განაცხადა გახარიამ.

ვიწროპარტიული რევანში, რამაც მეგობარ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა -  "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ რვა წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკრაინის მიმართ ღია მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებია, ბოლოდროინდელი განცხადებები კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა "ოცნების" გუნდისთვის მეორეხარისხოვანია და მხოლოდ პოლიტიკური ბოღმითაა განმსჭვალული.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური დემარში ბიძინა ივანიშვილის ისტერიკას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამ "ქართულ ოცნებაში" პანიკა გამოიწვია, ამიტომ ახლა ოლიგარქი მზადაა, პირად შურისძიებას ქვეყნის ინტერესებიც კი გადააყოლოს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნამ მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლება გააღიზიანა.

იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა, "ქართული ოცნების" დიპლომატიურ პროტესტს მოჰყვეს, ყოფილი დიპლომატებიც საუბრობენ. ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიმართ ოფიციალური თბილისის პასუხმა კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და ინსტიტუციები მხოლოდ ერთ პიროვნებას ემორჩილებიან.

დაბრუნდა თუ არა თეიმურაზ შარაშენიძე ქვეყანაში, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში სატელეფონო ზარებს მას შემდეგ არ პასუხობს,რაც მმართველმა გუნდმა მისი გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ჩვენი კითხვა, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას მოქმედი ელჩი თუ "ქართული ოცნება" უკრაინაში ახალ წარმომადგენელს გაგზავნის, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი