მთავარის ინფორმაციით, "ოცნება" თავისსავე კვლევის მიხედვით არჩევნებში 43%-ს ვერ იღებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 10 მაისს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა  შიდასოციოლოგიური კვლევა იყო, რომელიც "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარდა.

კვლევის თანახმად, მმართველი გუნდი მომდევნო, თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ აგროვებს. ხმების მოგროვება განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ყოფილმა პრემიერინიტრსმა, გიორგი გახარიამ დატოვა.

ამის შემდეგ ხელისუფლებამ მიზანში ის თანაგუნდელები ამოიღო, რომლებიც შესაძლოა გახარიას გუნდს შეუერთდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი დავალება მიიღო, რომ პარტიის წევრები შეამოწმოს.

მმართველი გუნდის წევრები კვლევის ჩატარებას არ ადასტურებენ და დარწმუნებული არიან, რომ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე მეტს აიღებს. რაც შეეხება გიორგი გახარია კადრებს, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პარტიის დატოვება ბუნებრივი პროცესია.

"კვლევის ჩატარების შესახებ მე არაფერი ვიცი. რაც შეეხება 43%-ს, ოქტომბერში გამოჩნდება, რომ ჩვენ 43%-საც ავიღებთ და უფრო მეტსაც.

ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ერთი ადამიანის მომხრეები, რომელიც პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს, ისინი სხვა პარტიაში გადაბარგებას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ამაში უჩვეულო არაფერია ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან, ისინი დატოვებენ ქართულ ოცნებას",- თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ის რომ მმართველ გუნდში კრიზისია ეჭვი არ ეპარებათ ოპოზიციის წევრებს. ისინი ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა თავისი თავია ამოწურა და მათ ამომრჩევლების ნდობა აღარ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი