გიგი უგულავას მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თავისუფლების სამი წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. პროკურატურამ მას ბრალი იმ საქმეზე წარუდგინა, რომელზეც უკვე გასამართლებული იყო და სასჯელის ნაწილიც მოხდილი ჰქონდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა თადუმაძემ გამოიტანა, რომელიც მანამდე საქმის პროკურორი იყო. თუმცა ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის თავმჯდომარე დაჩქარებული წესით გახდა.
ირაკლი ოქრუაშვილი ერთადერთი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში, რომელსაც ხუთწლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს. ის სასამართლომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში ცნო დამნაშავედ.
გიორგი რურუა კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვისაა დაკავებული. ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სწორედ ამ ადამიანებს მიიჩნევენ ოპოზციური პარტიების წარმომადგენლები პოლიტპატიმრებად და სწორედ მათი გათავისუფლებაა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის რვა მარტს დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ხელისუფლება, შეთანხმების მიუხედავად, ამ დრომდე არ ასრულებს.
ამის მიუხედავად, პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
გიორგი გახარიას ამ განცახდებას, ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება.ამას კი პასუხად დასავლელი პარტნიორების რეგიარება მოჰყვება, რაც ქვეყნაში მძიმე პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.
ანალოგიურს ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, უდავოა, რომ გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არიან.