
ევროპარლამენტარები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კრიზისის დასაძლევად და დემოკრატიული პროცესების გასაგრძელებლად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებაა საჭირო.
მათი შეფასებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს საქართველომ რეპუტაციული ზიანი მიიღო და მისი გამოსწორება მხოლოდ შეთანხმების ბოლომდე შესრულებით იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, 19 აპრილს შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტზე ხელი ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა მოაწერა. დოკუმენტში საუბარი შეეხებოდა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებასა და მომავალ არჩევნებს.