გადათხრილი ქუჩები და გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ცენტრალური ქუჩები გადათხრილია. ბოლო ერთ წელში უკვე ოთხჯერ აყარეს ასფალტი, რის გამოც მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ.

ადგილობრივების თქმით, ქალაქში ასფალტის ხშირად გადათხრის მიზეზი მისი უხარისხოდ დაგებაა. კიდევ ერთი, რის გამოც დაგებული საფარის აღება უწვთ, წყალგაყვანილობის მილებია.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები რომ თავიდან საკეთებლი ხდება, ამას ადგილობრივი ოპოზიცია უკვე შეეჩვია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მუდმივად დაუსრულებელ პროექტებში ხელისუფლება ფულს აკეთებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ანაკლია გაჩერებულია, აღარ ჩანს ტურისტულ რუკებზე. უფუნქციოა სანაპირო ზოლიც, მისი მომვლელი კი არავინ ჩანს, თუმცა ამის გასაკეთებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი.

პროექტები, რომლებიც ზუგდიდში წინა ხელისულფების დროს დაიწყო, თითქმის ყველა დაუსრულებელი და მიტოვებულია. ზუგდიდი ქვეყნის ერთადერთი რეგიონი არ არის, სადაც არსებული პროექტები გაწელილია.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი