ამერიკელი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი საკუთარ შოუს The Ellen DeGeneres Show ხურავს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Hollywoodreporter ავრცელებს.
"რაღაც ახალი გამოწვევა მჭირდება", - ამბობს ელენი.
მანამდე კი, ჯერ კიდევ 2018 წელს, ტელეწამყვანმა ამ საკითხზე The New York Times-თან ისაუბრა. თქვა, რომ კონტაქტი 2020 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული და გააგრძელებდა თუ არა მას, გადაწყვეტილი არ ჰქონდა.
ელენ დეჯენერისის თქმითვე, შოუს გაგრძელებასთან დაკავშირდებით მას ცოლთან, პორშია დე როსთან კონფლიქტი ჰქონდა - მას არ უნდოდა, რომ ეს შოუ გაგრძელებულიყო.
ცნობისთვის, ელენ დეჯენერისის შოუ 2003 წელს დაიწყო.