"ლელომ", სამადაშვილმა, ახვლედიანმა და შავგულიძემ საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელომ" დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არმაზ ახვლედიანთან, სალომე სამადაშვილთან და შალვა შაგვულიძესთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა. როგორც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქციას "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერქმევა. 

ეს პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია იქნება მე-10 მოწვევის პარლამენტში.

"მინდა წარმოგიდგინოთ, პირველი ოპოზიციური ფრაქცია მე-10 მოწვევის პარლამენტში, რომლის სახელწოდება იქნება -  "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". სწორედ, ეს ფრაქცია იქნება გარანტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარების და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ეს ფრაქცია იქნება გარანტორი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის", - განაცხადა ხაზარაძემ.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მისი თქმით, ერთად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს. როგორც სამადაშვილი ამბობს, ფრაქციის ყოველდღიური დღის წესრიგი იქნება, რომ მმართველ გუნდს არ მისცენ საშუალება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული, რომელიმე პუნქტი არ შეასრულოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი