არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - რომელი პარტიები იქნებიან წევრები

გამოქვეყნდა:

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები "ევროპელი სოციალისტების" გარდა არ ჩაერთვებიან.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არიან "ქართული ოცნებიდან" გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშუარი, ხოლო "ევროპელი სოციალისტებიდან" დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

დღეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქნაძე აირჩიეს, ხოლო ოპოზიციიდან კომისიის მდივნად - დავით ზილფიმიანი.

საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან: "ლელო", "გირჩი", დამოუკიდებელი დეპუტატები - სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე.

"ეს კომისია შექმნის დროსაც აბსურდი იყო. მე მგონია, კომისიის ყველა შემქმნელმა და წევრმა იცოდა მისი აბსურდულობა.ეს კომისია შექმნის დროსაც აბსურდი იყო. მე მგონია, კომისიის ყველა შემქმნელმა და წევრმა იცოდა მისი აბსურდულობა...არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ ექნება ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ. არ ვუჭერ მხარს, არ მივიღებ მონაწილეობას და აბსურდი მგონია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში არ ერთვებიან, რადგან 2020 წლის არჩევნებზე აშშ-ის სენატის დამოკიდებულებას იზიარებენ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების სენატის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე. ამაზე მძიმე შეფასება შეუძლებელია. ჩვენთვის ეს შეფასება არის აბსოლუტურად მისაღები და მიგვაჩნია, რომ არის ადეკვატური", - ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება, "სტრატეგია აღმაშენებელს", როგორც პარტიის პრესსამსახურმა "მთავარის" ვებგვერდს განუცხადა, სანამ გიორგი ვაშაძე საქართველოში არ დაბრუნდება, მანამ ვერაფერს იტყვის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი