ის რომ მელიამ საპატიმრო დატოვა არ ნიშნავს, რომ მისი საკითხი დახურულია - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

"თითქოს გირაოს გამოყენების შემდეგ აღარაა საჭირო ამნისტიის პროექტი, ესეც გახლავთ ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაცია. ამნისტია გახლავთ ამ საკითხების საბოლოოდ დახუროს გადაწყვეტილება და არა გირაოს ან პატიმრობის შეცვლის შუალედური საშუალება. შესაბამისად, ის, რომ ნიკანორ მელიამ გამოიყენა გირაო და დატოვა საპატიმრო, ანუ პროკურატურამ და სასამართლომ მას შეუცვალეს აღკეთი ღონისძიება, ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი მასთან დაკავშირებით არის საბოლოოდ დახურული.

დოკუმენტში მოცემული მუხლი, რომელიც ეხება ამნისტიას არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, გარწმუნებთ, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით ვიღაცამ სახე შეინარჩუნოს და პოლიტიკური პოზა დაიჭიროს". 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი