
საქართველოს საელჩომ ბრაზილიაში 94 000 ლარად ღირებული ავტომობილი შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა "მთავართან" აღნიშნა, საელჩომ MERCEDES BENZ C 200 EQ – 2019 შეიძინა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 29 520 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ძვირადღირებული ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულება კი პირველ მაისს გამოქვეყნდა.
ლევან ხაბეიშვილი ხელშეკრულებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საელჩომ ავტომობილი გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინა.
არანორმალური სიტუაციაა, ასეთი გაჭირვების დროს მერსედესით უზრუნველვყოთ საქართველოს ელჩი ბრაზილიაში, რომელსაც არც ერთი სიკეთე არ მოუტანია და ეჭვი მაქვს, არც გახარიამ იცის, ვინ არის და არც საგარეო საქმეთა მინისტრს ეცოდინება, ვინ არის ელჩი და, სავარაუდოდ, ამ შესყიდვების მერე გაიხსნებენ და იქნებ მოიკითხონ ეს კაცი და ბიუჯეტის ჭამას მოეშვან, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩად დავით სოლომონია 2016 წელს დაინიშნა.