
"მე გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე "ევროპული საქართველო", ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა, ასევე ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი".
ამბობს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე.