რა გააკეთა კალაძემ 4 წლის განმავლობაში - თბილისის მერი ანგარიშს წარადგენს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 18 მაისიდან თბილისის მოსახლეობას ერთგვარ ანგარიშს წარუდგენს თუ რა გააკეთა მერობის განმავლობაში. "18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას მინდა წარვუდგინო ერთგვარი ანგარში, თუ რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში... თითო კვირას დავუთმობთ თითო პოლიტიკას".

როგორც კალაძე ამბობს, 2017 წელს, როდესაც ის თბილისის მერად აირჩიეს მოსახლეობას 7 მიმართულებით საკუთარი ხედვა წარუდგინა, სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროქტებს წარუდგენს მოსახლეობასაც. 

"2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ 4 წლის ვადით აგვირჩია და ეს მანდატი ოქტომბერში იწურება. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ჩვენ ვიღებდით არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა 7 ძირითადი პოლიტიკისგან, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისი მოსახლეობას. ეს იყო ურბანული პოლიტიკა, ეს იყო სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური და მართვის პოლიტიკა. ჩვენ შვიდივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, ბევრი განვახორციელეთ და ბევრიც პროცესშია", - ამბობს კალაძე.

მან ასევე მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი