საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ყაზახ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბესო თორდუა ადვოკატმა მოინახულა. გაუპატიურებაში ბრალდებული თოდრუა ბრალს არ აღიარებს, ადვოკატი კი გამოძიებას მურად მეირბეკოვით უნდა დაინტერესდეს.
"მუქარას აქვს თავისი შემადგენლობა და საიდან მომდინარეობს ეს მუქარა, როცა ეუბნება შენ ესე არ უნდა მომქცეოდი, გადაგაგდებო იქ არ ეუბნება, ეუბნება გადაგაგდებდი კაცი რომ ყოფილიყავი, სამართლებრივად, მუქარა უნდა იყოს აშკარა რეალური და რეალური საფრთხე უნდა მომდინარეობდეს და როდესაც ესენი მშვიდად საწოლზე არიან წამოსულები, ზოგად ფრაზებს იყენებს, ეს არ შეიძლება მუქარად. [...]
შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესებულიყო მურადით და გამოძიება უნდა დაწყებულიყო მის მიმართ და არა ბესოს მიმართ, ვინაიდან, მტკიცებულებებში თუ ვინმეს დანაშაული იკვეთება, იკვეთება მურად მეირბეკოვის დანაშაული და არა ბესოს დანაშაული", - თქვა ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ.
ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა. ამავე თემაზე: