
"ჩემ ყოფილ თანაპარტიელებს მოვუწოდებ, უფრო მეტად კორექტულები იყვნენ გამონათქვამებში, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არ არის აგონიაში. ჩვენ კოლეგები ვიყავით მთელი ამ ხნის განმავლობაში. იმ პროგრამების განახლება დრეს ხდება, რომლებიც პანდემიის გამო იყო შეჩერებული... "ქართულ ოცნებას" აქვს უფლება გააგრძელოს ის აღმშენებლობა, რომელსაც აქტიურად ახორციელებდა პანდემიამდე... ყველა პოლიტიკური პარტია ან ახალშექმნილი ჯგუფი ცდილობს თავის დამკვიდრებას, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. თუმცა, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ყველამ რეალურად უნდა შევაფასოთ, რეალურად დავინახოთ და დაინახოთ თქვენი ადგილი. უკეთესი იქნებოდა საკუთარი დღის წესრიგი შექმნილიყო".
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პლენარულ სხდომაზე.