
"ტელეფონზე ვესაუბრე საქართველოს ოპოზიციის ლიდერ, ნიკა მელიას, რომელმაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მხარდაჭერისთვის ლიეტუვას გულწრფელი მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ზოგადად ევროკავშირისა და აშშ-ს უმაღლესი დონის პროცესის მობილიზებისთვისა და იმისთვის, რომ საქართველო დასავლეთის ყურადღების ცენტრშია.
შევთანხმდით, რომ ზაფხულში მზიან საქართველოში შევხვდებოდით, როგორც ძველი კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ საქართველო და სჯერათ, რომ ის ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება".
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი Facebook-ზე.