სიმართლეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ - ენმ-ში კონსულტაციები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს. შევა თუ არა ენმ საკანონმდებლო ორგანოში ჯერ ისევ უცნობია.

როგორც ნიკა მელია ამბობს, გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, ვინაიდან მან კონსულტაციები უნდა გაიაროს არა მხოლოდ, ენმ-ის წევრებთან, არამედ მის მხარდამჭერებთანაც.

"შესაძლებელია 2 კვირა, შესაძლებელია 3 კვირა შესაძლებელია 1 თვეც, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სწორი, დაფუძნებული სიმართლეზე და ნებაზე, მათ შორის ჩვენს ძირითად საბაზისო ამომრჩევლების ნებას ვგულისხმობ. მათთან კომუნიკაცია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ერთია პარტიის ხელმძღვანელობასთან, მმართველ რგოლებთან, მეორე არის კომუნიკაცია საერთაშორისო აქტორებთან და ეს კომუნიკაციაც პარალელურად მიმდინარეობს, პარტიებთან სხვადასხვა ლიდერებთან და ამომრჩეველთან, რომ დავრწმუნდე ჩემს მიერ მისაღები გადაწყვეტილების სისწორეში.

ერთ-ერთი მოსაზრება წარმოიშვა, ხომ არ ვცადოთ იგივე ელექტრონულ ფორმატში, რა ფორმატშიც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამირჩიეს, არა მხოლოდ პარტიის წევრებმა, არამხოლოდ პარტიის მხარდამჭერებმა, დაინტერესებულმა პირებმაც კი. ეს არ არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია და ამ გზით მივიღებთ გადაწყვეტილებას",- თქვა მელიამ.

ცნობისთვის, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია, პარტიაში კონსულტაციები გრძელდება. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი