წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის "რაფაელის" მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო ისრაელის სამხედრო სამრწეველო კომპანია "რაფაელისგან" საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას მიიღებს. ამ თემაზე მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენის დროს ისაუბრა.

"აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენს მივიღებს საჰაერო თავდაცვის რაფაელის მოდერნიზებულ სისტემას, ასევე დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზეინტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენა, რითიც სამანევრო ქვედანაყოფები აღიჭურვება", - თქვა მან. 

მისივე განცხადებით, საავიაცო პარკის სრულად აღდგენის პირობებში წელს ჯამში გარემონტდება ოთხი სუ-25, ოთხი მი-24 და სამი სუროკენზის ტიპის საფრენი აპარატი.

Rafael Advanced Defense Systems Ltd, შემოკლებით რაფაელი, არის ისრაელის სამხედრო წარმოების კომპანია, რომელიც ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სისტემებს ამზადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი