აღვადგინოთ შემოქმედებითი ჯგუფები ჯარში - ლადო კახაძის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე ჯარში შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 

საკანონმდებლო ორგანოს წევრმა პარლამენტში მისულ თავდაცვის მინისტრს  ქართულ ჯარში ახალგაზრდების მოტივაციის გასაზრდელად  "ქართული ნიჭისა და გენის" გამოყენების იდეა შესთავაზა. 

" ჩვენ ქართულ ჯარს და საერთოდ ქართველებს ძალიან დიდი ისტორია გვაქვს შემოქმედებითი კუთხით. ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს უდიდესი ნიჭით შეპყრობილი. ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება... იყო ასეთი ტრადიცია, რომ ჯარს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავდა. რას ფიქრობთ, ხომ არ აირჩნენ მოტივაციაზე ვლაპარაკობთ, ახალგაზრდების გაზრდაზე.  თავისი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი ნიჭის გასამჟღავნებლად ხო არ დადგა დრო, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ის სასწაული პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც ქართულ ნიჭს და გენს ბრძოლასთან ერთად იმ ყიჟინაშიც და იმ რიტუალურ ცეკვაშიც ახასიათებთ",- განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ კითხვა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაუსვა, რომელიც "მინისტრის საათის" ფარგლებშია საკანონმდებლო ორგანოშია მისული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი