მოვუწოდებთ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მსჯელობა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებზე - დეგნანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული მთავარი საკითხები დროულად მოგვარდეს.

დეგნანი მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამბობს, რომ მელიას გათავისუფლების საკითხი შეთანხმების ბირთვი იყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები პარლამენტში შევიდნენ - "მოვუწოდებთ ყველა პარტიას შევიდნენ პარლამენტში და გულმოდგინე მუშაობით დაასრულონ ამ შეთანხმების შესრულება".

ელჩმა ასევე ისაუბრა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე. მისი თქმით, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში".

"მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი და მთლიანად მართლმსაჯულება საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პარტიებს შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მსჯელობა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებზე", - თქვა დეგნანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი