"ომეგას" რეკეტი და ლაშა თორდიას ცემა - ფარცხალაძის მარჯვენა ხელის გახმაურებული საქმეები და სანაცვლოდ მიღებული თანამდებობა

გამოქვეყნდა:

"მთავარში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ოპოზიცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ჯონი შურღულაიას გადადგომას ითხოვს.

შურღულაია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კადრია და მისი სახელი ფარცხალაძესთან ერთად, ბოლო დროს​ არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. მათ შორისაა, "ომეგა ჯგუფისთვის" ოთხი მილიონი ლარის გამოძალვა და ლაშა თორდიას ცემის საქმე.

ოპოზიციის ინფორმაციით, თანამდებობა შურღულაიამ სწორედ ამ საქმეებში, ფარცხალაძის დავალებების წარმატებით შესრულებისთვის დაიკავა.

ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, რომელიც "ელ ცენტროს" გახმაურებული ინციდენტის შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობს, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ სწორედ შურღულაიას სახელს უკავშირდება მისის საქმის მასალებიდან ვიდეო ჩანაწერების გაქრობა. როგორც თორდია ამბობს, მან ამის შესახებ ინფორმაცია მან გამოძიებასაც მიაწოდა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

მე არ გამოვრიცხავ რომ ეს ადამიანიც მონაწილეობდა თავდასხმაში. იმიტომ, რომ როგორც თქვენი სიუჟეტიდან გავიგე ის მონაწილეობდა იმ კადრების წაშლაში რომელიც ელ ცენტროში იყო გადაღებული. გამოძიებაში არ არის ასევე ამ ადამიანზე საუბარი  - ამბობს თორდია

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ შურღულაიას ხელისუფლება და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მფარველობს. მათი თქმით, შურღულაიას და ფარცხალაძეს სრული ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ მიღებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი