პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას სხვა ვალდებულებების შესრულებაც მოუწევს - პირველი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის მიღებაა.
დღეს პარლამენტში კანონპროექტების 2 ვერსია ოფიციალურად დარეგისტრირდა. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციაში ამბობენ რომ შეთანხმების შანსი 20 ივნისის ამნისტიაზე საერთო კანონპროექტი მიიღონ, თითქმის აღარ არსებობს, რადგან ოცნებამ მისი ვარიანტი საკუთარ ინტერესებს მოარგო და ცდილობს გავრილოვის სისხლიან ღამეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოიხსნას და მეორეს მხრივ ამნისტია არ შეახოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს.
ოცნება კი არცერთი ჩანაწერის შეცვლას კანონპროექტის მისეული ვერსიიდან არ აპირებს. ამბობენ, რომ ამნისტია თანაბრად უნდა გავრცელდეს გავრილოვის ღამის დაზარლებულებზე და სამართალდამცველებზეც.
ნიკა მელია დარწმუნებულია რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს 20 ივნისის ამნისტიას არა პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მუშაობის დაწყების შემთხვევაშიც ამნისტიის კანონპროექტს მსგავსი შინაარსით მხარს არ დაუჭერს. იგივე პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტების იმ ნაწილსაც ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში, კომიტეტებზე მომავალი კვირიდან დაიწყება.