"ჩაიხადა და უკანალი მომიშვირა" - ოკუპანტებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს

გამოქვეყნდა:

დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხურვალეთში დღეს ოკუპანტებმა მათ მიერვე დაწესებული საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს:

დღეს ხურვალეთში ოკუპანტებმა გადმოკვეთეს მათ მიერვე დაწესებული ოკუპაციის ხაზი და გაისეირნეს ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში.

თან გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი ჰყავდათ, არაოკუპირებულ ნაწილში ეგების ვინმე ჩვენი მოქალაქე მოენადირებინათ...." წერს ქაცარავა ფეისბუქზე.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ადგილობრივის, ლუდა სალიას ინფორმაციით, მაშინ, როცა ის ოკუპანტებისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, ერთ-ერთმა "ჩაიხადა და უკანალი მიუშვირა":

ჩაიხადა და უკანალი მომიშვირა, როცა შენიშნა ფოტოს ვუღებდი თან ვბრაზდები, თან მეცინება - წერს ლუდა სალია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი