"არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან - არა" - ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არ ახსენებს 8 მარტის შეთანხმების მეორე საკითხს - პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად ყველა პირობის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩაშლილია.

არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულებაც. ან ასრულებ მთლიანად, ან არ ასრულებს ხელისუფლება და ის პასუხს აგებს ამისათვის - ამბობს რომან გოცირიძე.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვილებებისა და შეთანხმების ჩაგდება ქვეყანაში არასტაბილურობის საფუძველს შექმნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის:

თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ამ შემთხვევაში ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას" ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე.

ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ დაარღვიოს პირობა და 8 მარტს, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი