ერთ-ერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა NASA-მ მარსზე სიცოცხლე გაავრცელა

გამოქვეყნდა:

NASA მარსზე ადამიანების დასასახლებლად საკმაოდ ბევრს მუშაობს, თუმცა, ამასობაში, შესაძლოა კოსმოსურმა სააგენტომ წითელ პლანეტაზე შემთხვევით სიცოცხლის სხვა ფორმები ჩაიტანა.

სააგენტო ნებისმიერი კოსმოსური ხომალდისა თუ მარსმავლის აწყობისას მისი სისუფთავის შესანარჩუნებლად უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ, კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერის, კრისტოფერ მეისონის აზრით, მიკრობების რაოდენობის ნულზე დაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მეისონის ნაშრომი ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულია, მტკიცებულებათა მთელი რიგი იმაზე მიუთითებს, რომ NASA-ს მიერ წითელი პლანეტის გამოკვლევის მცდელობამ უკვე დააბინძურა იქაურობა მიკრობებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რისკი ისაა, რომ მეცნიერები საბოლოოდ მარსზე სიცოცხლის მტკიცებულებებს აღმოაჩინენ, რომლებიც, რეალურად, ჩვენ ჩავიტანეთ იქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი