ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში ისევ ვერ შედის - აქტივისტები დღეს აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, სოციალური მუშაკები შეუშვეს, თუმცა სახალხო დამცველს ეკლესია ისევ არ აძლევს მოზარდების მონახულების უფლებას. დღეს, 13 მაისს სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის ადმისნიტრაციასთან მდუმარე აქციას გამართავენ და პანსიონატში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეშვებას მოითხოვენ.

"ჩვენ არასდროს მოგვისმენია სოციალური სამსახურისგან კრიტიკული შეფასება და საერთოდ ინფორმაცია რა ხდება ამ ბავშვთა სახლში. სოციალური სამსახური სახელმწიფოს წარმომადგენელი, შიდა ორგანოა, რომლისგანაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის, სამწუხაროდ, ვხედავთ სახელმწიფოს საამეებლ ინფორმაციას. სოციალური მუშაკის შესვლა არაფრით არ ცვლის სახალახო დამცველის კრიტიკულ აუცილებლობას, დადიოდეს ბავშვთა სახლებში, დახურულ დაწესებულებებში და დამოუკიდებელ მონიტორინგს ახორციელებედეს", - თქვა "პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემ. 

დროებითი ღონისძიების გამოცემის გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა კომიტეტმა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეტყობინების საფუძველზე 7 მაისს მიიღო. ამით მან მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად შემოწმდეს ეს დაწესებულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი