მოწმეებისგან არაფერ ახალს არ ველით - დღეს კარტოგრაფების საქმის განხილვა გაგრძელდება 

გამოქვეყნდა:

დღეს, 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს, თუმცა რომელი მოწმე წარსდგება სხდომაზე დაცვის მხარისთვის უცნობია.

ადვოკატებია მბობენ, რომ ექსპერტიზის ბიუროდან 5 თევა მათ კითხვებზე პასუხებს ელოდებიან, რომელიც საქმეში არსებული რუკების ვარგისიანობას ეხება.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომი მოწმეებიც ვერაფერს ვერც ახალს და ვერც ბრალდებასთან შემხებლობაში ვერ იტყვიან, იმიტომ, რომ ეს საქმე არის სრულად თეორიულ არგუმენტებზე აგებული. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ის, რომ ექსპერტიზის ბიუროდან, მიუხედავად იმისა, რომ 4-5 თვის წინ დავნიშნეთ ექსპერტიზა დაცვის მხარის კითხვებით, პასუხი არ მიგვიღია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, რომელიც ეხება ამ სადაო რუკების ვარგისიანობის დადგენას", - თქვა ივერ იმელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა. 

მისი თქმით, ექსპერტიზის ასეთი გაჭიანურება აჩენს ვარაუდს, რომ ამ მიმართულებითას შეიძლება საქმეში სახელმწიფოს ინტერესბი იყოს ჩარეული.

ვერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 

28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი