დღევანდელი, 14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4397 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 070 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 161 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 139 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,3 მილიონზე მეტი.