ქართული ოცნებას სურს, ენმ არ შევიდეს პარლამენტში, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელსაც სურს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდეს პარლამენტში - აცხადებს ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ენმ-მ უნდა გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა

"ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელსაც სურს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდეს პარლამენტში და მცირე ოპოზიციის ფონზე აკეთონ ის, რასაც აკეთებენ, ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როდესაც ამ პოლიტიკურ კრიზისშია თითოეული ჩვენი მოქალაქე და ჩვენ 6 თვე მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ და ადამიანები უმძიმეს გაჭირვებაში არიან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანების ყოფიერებაზე დღეს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობაც. კობახიძე და ბიძა ივანიშვილის მსახურები არიან ის ადამიანები, ვისაც სურს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყოს პარლამენტში",-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ "ენმ" არ იქნება პარლამენტში - განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი