პარლამენტში, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტში, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარ წინადადებებს გააცნობენ, შეჯერებულ დოკუმენტს კი ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან.

არ არის გამორიცხული კიდევ ერთი შეხვედრა გახდეს საჭირო.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ეს რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა მათ კაჭრეთში სამი დღის წინ გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი