"სოდომიას, გახრწნილების დაკანონება სურთ, სატანის საქმეა" - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ანტივაქსერული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეული სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და ისევ სახალხო დამცველს უპირისპირდება.

ქადაგების დროს მან თქვა, რომ ომბუდსმენს "სოდომისა და გახრწნილების დაკანონება" სურს. მეუფე სპირიდონმა ამას "სატანის საქმე" უწოდა.

"რა ქნან იმ ბავშვებმა, იზრდებიან ეკლესიაში კაცო. რანაირად, თქვენ აქ თითქმის ყველა ხართ იქ ნამყოფი, როგორი სიმშვიდეა, როგორი სიხარულია იმ ბავშვების, ებრძვიან იმას. ძალიან ეჩხუბება ჩვენ ბავშვთა სახლს ე.წ ბრჭყალებში სახალხო დამცველი, მაგათი იდეოლოგია, დავაკანონოთო ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებებიო, ანუ სოდომია, საქართველოში გახრწნილება, ნუ იყოფით შორს ჩვენგან ეს სატანის საქმეა" - თქვა მეუფე სპირიდონმა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, რომელიც მეუფე სპირიდონის ეპარქიაშია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ უშვებენ. 

დროებითი ღონისძიების გამოცემის გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა კომიტეტმა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეტყობინების საფუძველზე 7 მაისს მიიღო. ამით მან მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად შემოწმდეს ეს დაწესებულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი