"ბოიკოტს აზრი აღარ აქვს" - ცისკარიშვილის აზრით, ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს

გამოქვეყნდა:

ენმ-ს წევრის, პეტრე ცისკარიშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს და ბოიკოტს აზრი აღარ აქვს

"ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე აბი იყო გადასაყლაპად, მაგრამ გავიდა თვეები, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. უკეთესი იქნებოდა უფრო მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა "ქართული ოცნება" და ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არიან" - ამბობს ცისკარიშვილი.

ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ენმ-ში კონსულტაციები მიმდიარეობს-  უნდა შევიდეს თუ არა ენმ პარლამენტში. პარტიის ნაწილი ბოიკოტის გაგრძელების მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო ორგანოსი შესვლას უჭერს მხარს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი