სასამართლომ ივანიშვილის გამოკითხვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - "რუსთავი 2"-ის საქმე

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე მოსარჩელე მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის, პროკურატურისგან საქმის საგამოძიებო მასალების გამოთხოვნა. მათი მტკიცებით, მასალებით მტკიცდება როგორი და რა სახის ზეწოლა ხდებოდა 2004 წელს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე.

მოსარჩელე მხარემ მოწმეების გამოკითხვაც მოითხოვა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო. მოსამართლემ სხვა მოწმეებთან მიმართებაში შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა ივანიშვილის გამოკითხვაზე უარი თქვა

"რუსთავი 2-ის აქტივები მთლიანად გადადის ახალი კომპანიის, მედიაჰოლინგის ხელში. 70% პროცენტის მფლობელი ყველანაირ გადაწყვეტილებას დანარჩენი მეწილეების დაუკითხავად ახორციელებს, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ს აწი იმ კომპანიაში და ჰოლდინგში არავინ არ კითხავს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ თავიდან მივმართეთ სასამართლოს ყადაღის დადებაზე ისევ ძალაში რჩება", - თქვა დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, სასამართლომ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, თუმცა მისი თქმით, დიდი ხანია საუბარი ისედაც მიმდინარეობს. აქიმიძეს არ აქვს იმედი, რომ მოლაპარაკება შეიძლება ამჯერად დადებითი შედეგით დასრულდეს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განმარტებით, მათი მხრიდან ქონების გადამალვა არ ხდება და მათ მედიაჰოლდინგს აქტივების დიდი ნაწილი იმიტომ გადასცეს, რომ მძიმე კრიზისის წინაშე არიან. მისივე თქმით, წილების გადაცემა დროებითია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი