ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს საჩუქრად AstraZeneca-ს 15 000 დოზას გადასცემს. მისი თქმით, ჯერჯერობით დეტალები დაზუსტებული არ არის.
"დეტალები დაზუსტდება რა ვაქცინა იქნება, 15 000 დოზა ბევრი არ არის, თუმცა, მადლობლები ვართ ამ დონაციისთვის. გადანაწილდება იმგვარად, რა ეტაპითაც მიდის ვაქცინაციის პროგრამა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე, დეტალები დაზუსტდება", - თქვა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს ლიეტუვის საგარეო საქემთა მინისტრმა გაბრილიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე დაპოსტა, რომ ლიეტუვა აღმოსავლეთ პარნტნიორობის ქვეყნებს საჩუქრად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემდა.